ხალხური პოეზია
Thursday, October 30, 2014
Friday, October 24, 2014
პროექტი
1.
პროექტის სახელწოდება: ბუნების როლი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა
და შემოქმედებაში.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები
სიღრმისეულად შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს, წავლენ ბუნებაში, მაგალითად,
ბოტანიკურ ბაღში, დააკვირდებიან მცენარეებს, რის შემდეგაც თავიანთ ნანახს და განცდილს
გადაიტანენ ფურცლებზე ჩანახატის ან ჩანაწერის სახით. ბოლოს გააკეთებენ დასკვნას თუ
როგორ ცვლის ბუნება ადამიანის შინაგან სამყაროს.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი
აქტუალურია იმდენად, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟას ნაწარმოებებს, თვითონაც შეეცდებიან
შექმნან პატარ-პატარა ნაწარმოებები და განივითარონ კვლევა-ძიების, დაკვირვების, ჯგუფური
მუშაობის და პრეზენტაციის უნარები.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს
განუვითარდება კვლევა-ძიების, დაკვირვების, შემოქმედებითი უნარები და აუმაღლდებათ წიგნიერება.
5. მონაწილეთა ასაკი: 10-11
წელი.
6. ვადევბი (ხანგრძლივობა):
5-6 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, წერილობით და ნახატის სახით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები, ციფრული აპარატი, კომპიუტერი, მარკერები, ფორმატები, ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას და შემოქმედებას, მოაწყობენ დისკუსიას,
დაწერენ თხზულებებს და თავისუფალ თემებს, მოაწყობენ ვაჟას საღამოს, შემდეგ გავლენ ბუნებაში,
მოინახულებენ ვაჟა-ფშაველას საფლავს, გადაიღებენ ფოტოებს და შეეცდებიან თავიანთი შთაბეჭდილებები
გადაიტანონ ქაღალდზე და ასე შექმნან თავიანთი პატარა ნაწარმოებები, შემდეგ მოაწყობენ
თავიანთი შემოქმედების პრეზენტაციას, წაიკითხავენ თავიან ჩანახატებს და წარმოადგენენ
მათ მიერ შექმნილ ნახატებს და სლაიდშოუს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.VI.7. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაანალიზება.
ქართ.VI.5.
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ.VI.14. მოსწავლეს
შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს
მხატვრული წარმოსახვის უნარი.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მზია ჩხაიძე.
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: khalkhuripoezia.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)